პირველ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ეკონომიკის სამინისტრო) ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო (სააგენტო), ავლენს განახლებადი ენერგიის პოტენციურ პროექტებს. ასევე, კერძო ინვესტორს უფლება აქვს, მოამზადოს და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება ენერგეტიკის დარგში კონცესიის თაობაზე. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს პროექტის კონცეფციის ბარათს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ...მეტი