პროექტის შემუშავების ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ეკონომიკის სამინისტრო) ან კერძო ინვესტორი ახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. კვლევა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ღირებულების, მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგების, სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების, მათ შორის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად, ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია, მან უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს შესყიდვის რომელი მეთოდი არის უპირატესი ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად - საჯარო და კერძო თანამშრომლობა, თუ სახელმწიფო შესყიდვა. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მოწონებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, სხვა დამხმარე კვლევების, პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის მოწონების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო იწყებს შესარჩევ პროცესს. საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტს თუ რომელ მეთოდს მიმართავს. ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია პროცესი დაიწყოს კერძო ინვესტორთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან მოიწვიოს ის შერჩევის პროცესში მონაწიელეობის მისაღებად. შესარჩევი პროცესი ეყრდნობა განსაზღვრულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებსა და წარდგენილი წინადადების პირობებს. საქართველოს მთავრობა შესარჩევ კომისიასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას საუკეთესო წინადადების გამოვლენასთან დაკავშრებით. პროცესის დასრულების შემდეგ, განიხილება პირობები და ფორმდება ხელშეკრულება კონცენსიის შესახებ. თუ პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) ექვემდებარება, კერძო ინვესტორმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ...მეტი