საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კერძო ინვესტორი განაგრძობს პროექტის განხორციელების უშუალო პროცესს. ამ ეტაპზე, კერძო ინვესტორი ამზადებს პროექტის დეტალურ საინჟინრო დიზაინს და იღებს მიწით სარგებლობის უფლებას. შემდეგი ეტაპი გახლავთ სამშენებლო ნებართვის მიღება. სამშენებლო ნებართვის მისაღები განაცხადის განხილვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს გარემოსდაცვითი დადებითი გადაწყვეტილება. როგორც კი სამშენებლო ნებართვა გაიცემა, კერძო ინვესტორს შეუძლია განცხადებით მიმართოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე), ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების თანხმობის მოსაპოვებლად. კომერციული ექსპლუატაციის დაწყებამდე, კერძო ინვესტორი მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) გენერაციის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ...მეტი